მაიკ ჯონსონი – ტარიფები აღადგენს სამართლიან და ორმხრივ ვაჭრობას, შექმნის თანაბარ პირობებს ამერიკელი მუშაკებისა და ინოვატორებისთვის
ტარიფები აღადგენს სამართლიან და ორმხრივ ვაჭრობას და შექმნის თანაბარ პირობებს ამერიკელი მუშაკებისა და ინოვატორებისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს.
„პრეზიდენტი ტრამპი გათავისუფლების დღეს ნათელ გზავნილს აგზავნის: ამერიკა აღარ იქნება გამოყენებული უსამართლო სავაჭრო პრაქტიკით. ეს ტარიფები აღადგენს სამართლიან და ორმხრივ ვაჭრობას და შექმნის თანაბარ პირობებს ამერიკელი მუშაკებისა და ინოვატორებისთვის. პრეზიდენტს ესმის, რომ თავისუფალი ვაჭრობა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ის სამართლიანია!“ – წერს ჯონსონი.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები 10%-იდან 49%-მდეა. ამასთან, ტრამპმა ევროკავშირს – 20%-იანი, დიდ ბრიტანეთს კი 10%-იანი ტარიფები დაუწესა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტარიფები აშშ-ს ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. ასევე, ტრამპმა 25%-იანი ტარიფი დააწესა უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.
President Trump is sending a clear message with Liberation Day: America will not be exploited by unfair trade practices anymore.
These tariffs restore fair and reciprocal trade and level the playing field for American workers and innovators.
The President understands that…
— Speaker Mike Johnson (@SpeakerJohnson) April 2, 2025