მაიამიში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სრული დემონტაჟი შესაძლოა, კვირას განხორციელდეს
მაიამიში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სრული დემონტაჟი შესაძლოა, კვირას განხორციელდეს

მაიამიში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სრული დემონტაჟი შესაძლოა, კვირას განხორციელდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ტროპიკული ქარიშხლის „ელზას“ გამო, მაიამი-დეიდის რაიონში, სანახევროდ ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სრული დემონტაჟი შესაძლოა, კვირას განხორციელდეს.

გასულ დღეს ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ჯამში ინციდენტს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერ ისევ ეძებენ 124 პირს, რომლებიც ინციდენტის დროს სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ. ოფიციალური პირების განცხადებით, მათი ცოცხლად პოვნის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

მაიამი-დეიდის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, კორპუსის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, რადგან ტროპიკული ქარიშხალი „ელზა“ მაიამის ნაპირებს ორშაბათს მიაღწევს და სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

ჯერ ისევ უცნობია,რა გახდა 40 წლის წინ აშენებული 12-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი.