მაიამის პოლიციამ მედიას და ვერტმფრენებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა ნანგრევებში ჩარჩენილებმა მაშველებს ხმა მიაწვდინონ
მაიამის პოლიციამ მედიას და ვერტმფრენებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა ნანგრევებში ჩარჩენილებმა მაშველებს ხმა მიაწვდინონ

მაიამის პოლიციამ მედიას და ვერტმფრენებს, რომლებიც ხიდის ჩამონგრევის ადგილზე მუშაობენ, მოუწოდა დატოვონ ტერიტორია, რათა ნანგრევებში ჩარჩენილებმა მაშველებს ხმა მიაწვდინონ.

ფლორიდას უნივერსიტეტთან ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაიამის მერის ცნობით, ამ დროისთვის რვა დაშავებული შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ადმინისტრაციის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებას გაუგზავნის.

მაიამიში, ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტთან ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა, რომელიც საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული.