მაიამიში მიმდინარე მასტერსის 1000-იანი სერიის ტურნირზე, მესამე წრეში, ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ჰოლანდიელი რობი ჰაასე იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 65-ე ჩოგანია.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან გათავისუფლებული იყო. ნიკამ მეორე წრეში გერმანელი მიშა ზვერევი ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა. დღეს წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ჩვენი თანამემამულე მერვედფინალში პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩსა და კანადელ ფელიქს აუგერ ალიასიმეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილი და ჰაასე ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, სადაც ჰოლანდიელმა იმარჯვა. შეხვედრა 24 მარტს, თბილისის დროით 22:00 საათზეა დაგეგმილი