მაია სანდუ – ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა და მაია სანდუმ.
„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოლდოვაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვას მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ დროს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ.
„კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ, ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
Spoke with 🇬🇪President @Zourabichvili_S today on the latest developments in #Moldova. Thanked the Georgian people for their solidarity with Moldova in these difficult times for the entire region.
— Maia Sandu (@sandumaiamd) April 28, 2022
While in Congress, I had a phone conversation with President @sandumaiamd on the situation in Moldova.
Georgia stands in solidarity with Moldova and our European path is what brings us together. pic.twitter.com/k3EmVTB73E
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 28, 2022