მაია სანდუ – სალომე ზურაბიშვილს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე, ასევე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბრისას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ მაია სანდუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მაია სანდუს თქმით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე. ასევე, განვიხილეთ მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“, – წერს მაია სანდუ.
Had a phone call with 🇬🇪President @Zourabichvili_S today. Expressed my warmest congratulations to the people of #Georgia on the occasion of Independence Day. Discussed also the current developments in #Moldova & the region and how we can further strengthen our cooperation.
— Maia Sandu (@sandumaiamd) May 27, 2022