მაია სანდუ - რუსეთს სურს, გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს
მაია სანდუ - რუსეთს სურს, გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს

რუსეთს სურს, გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე, როგორც ბელარუსს იყენებს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

სანდუს თქმით, რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს, დაამხოს მოლდოვის მთავრობა და ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ქმედებების მტკიცებულებები აქვს.

მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადება ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

„აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს, დააყენოს პრორუსული მთავრობა კიშინიოვში, რათა გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც სურს რუსეთს მოლდოვის შემთხვევაში, თუმცა დღეს მოლდოვაში არსებობს თავისი მოქალაქეების მიერ არჩეული დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, მისი გამოყენება შეუძლებელია ისე, როგორც პრორუსული ხელმძღვანელობის გამოყენება“, – თქვა მაია სანდუმ.