მაია სანდუ – რუსეთის ომი სახიფათოდ აღწევს მოლდოვამდე, მოსკოვი მთელ ევროპაში სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და ის უნდა შეჩერდეს
ვგმობ დღეს დილით რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მისი ომი სახიფათოდ აღწევს მოლდოვამდე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
ქვეყნის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა დაარღვიეს, რომელთა ნაწილიც ოფიციალური კიშინეუს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფეთქდა.
„მოსკოვი მთელ ევროპაში სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და ის უნდა შეჩერდეს“მ – აღნიშნა მაია სანდუმ.
ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა. ერთ-ერთი სამიზნე უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთით მდებარე ხიდი იყო.