მაია სანდუ – ქართველ მამაც ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ქართველი ხალხის სიძლიერის პატივსაცემად, ჩვენ მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს
ქართველ მამაც ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. მოლდოვა დგას ყველას გვერდით, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
სანდუ აღნიშნავს, რომ „ჩვენი გზა შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ის ღირს ერთად გასავლელად“.
„საქართველოს გაუმარჯოს! ქართველი ხალხის სიძლიერის პატივსაცემად, ჩვენ რესპუბლიკის ორდენს – მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მისი ლიდერობა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება ყველას გვაძლევს შთაგონებას“, – წერს მაია სანდუ.
Happy Independence Day to the brave people of Georgia.
Moldova stands with all who believe in freedom, dignity, and a European future. Our journeys may not always be easy—but they are worth taking, together.
საქართველოს გაუმარჯოს!
— Maia Sandu (@sandumaiamd) May 26, 2025