მაია სანდუ – ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს
ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, მაია სანდუმ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“ – წერს მაია სანდუ „ტვიტერში“.
The critical physical condition of Mikheil Saakashvili is extremely concerning.
Torturing an opposition leader to death is unacceptable for a country that wants to join the European Union🇪🇺. @SaakashviliM must be immediately released & sent abroad for medical treatment. pic.twitter.com/ZNstr61RUL— Maia Sandu (@sandumaiamd) February 2, 2023