მაია სანდუ – მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი, გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი
მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერზე“.
Strong signal of support for #Moldova & our citizens! @EU_Commission has recommended granting🇲🇩 the 🇪🇺candidate status on the understanding that additional efforts will be taken to advance on reforms already started. We’re committed to working hard &count on @EUCouncil’s support.
— Maia Sandu (@sandumaiamd) June 17, 2022