მაია სანდუ – მოუთმენლად ველოდები დღევანდელ დღეს ბათუმში, კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები, ერთად უფრო ძლიერები ვართ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც მოლდოვის ლიდერი აღნიშნავს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.
„მოუთმენლად ველოდები დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბათუმის 2021 წლის კონფერენციის ფარგლებში, რომელზეც განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
Looking forward to a full day ahead in #Batumi, where I meet @Zourabichvili_S, @ZelenskyyUa and @eucopresident Michel as part of #BatumiConference2021 to discuss how we strengthen the trilateral cooperation among 🇲🇩-🇬🇪-🇺🇦 & the future of #EaP. #StrongerTogether
— Maia Sandu (@sandumaiamd) July 19, 2021