მაია სანდუ - მოლდოვა მკაცრად გმობს უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, მოლდოვა 4 აპრილს გლოვის დღედ გამოაცხადებს
მაია სანდუ - მოლდოვა მკაცრად გმობს უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, მოლდოვა 4 აპრილს გლოვის დღედ გამოაცხადებს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, 4 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს, უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„შეუძლებელია, უყურო საშინელებებს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში. შოკირებული ვარ სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი სისასტიკით. მოლდოვა მკაცრად გმობს ამ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს, ამ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ხვალინდელ დღეს მოლდოვა უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გლოვის დღედ გამოაცხადებს“, – წერს მაია სანდუ.