მაია სანდუ – მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.
„ქართველები არიან ევროპელები. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ვერავინ წაართმევს მათ. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართ ელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
Georgians are Europeans.
Georgia’s future lies in Europe, and no one can take that away from them.
Moldova condemns violence against peaceful demonstrators and stands in solidarity with President @Zourabichvili_S and the Georgian people in their fight for freedom.
— Maia Sandu (@sandumaiamd) November 29, 2024