მაია სანდუ - მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით
მაია სანდუ - მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით.

როგორც სანდუმ აღნიშნა, მოლდოვა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ხელისუფლება აპირებს, ხელი შეუშალოს რუსეთს, არ გამოიყენოს მოლდოვა საქონლის რეექსპორტისთვის და სანქციების გვერდის ავლის მიზნით, მოლდოვის საბანკო სისტემაზე დაშვების შესაძლებლობა არ მისცეს.

„ვიცი, სანქციების ირგვლივ ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლა მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული საქონლის რეექსპორტს მოლდოვის გავლით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და მოლდოვას ეკონომიკური ურთიერთობებში სამი ძირითადი სფეროა – თანამშრომლობა ფინანსურ სექტორში, მოლდოვური საქონლის ექსპორტი და რუსული გაზის შეძენა.