მაია სანდუ - ექვსი წლის შემდეგ, როგორც იქნა, კარგი ამბავი გვაქვს, ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელმა სტრუქტურამ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიცია რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს
მაია სანდუ - ექვსი წლის შემდეგ, როგორც იქნა, კარგი ამბავი გვაქვს, ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელმა სტრუქტურამ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიცია რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქის, დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ვლადიმირ პლახოტნიუკის დაკავებას ეხმაურება.

მაია სანდუს თქმით, ეს კარგი ამბავია და პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს სამართლიანობის აღსრულებისკენ მოუწოდა.

„ექვსი წლის შემდეგ, როგორც იქნა, კარგი ამბავი გვაქვს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელმა სტრუქტურამ, ყველა ეტაპის გათვალისწინებით მიაღწიოს მის ექსტრადიციას რაც შეიძლება მალე. ახლა მოლდოვის სასამართლო სისტემას არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელების გადადების მიზეზი“, – განაცხადა სანდუმ.

ცნობისთვის, 22 ივლისს ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს. მას ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში. პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.

ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.