მაია სანდუ – დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით

12:55, 29.12.2024

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის. თქვენი გამბედაობა და მონდომება შთაგვაგონებს ყველას, მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე“, – წერს სანდუ.

დღეს, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაგურაცია გაიმართა.

 

მსგავსი