მაია ნადირაძე - ისტორიაში არ უნდა შევიდეთ იმ სახელით, რომ პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა, მოვკალით და პრეზიდენტი, რომელმაც სახელმწიფო აგვიშენა, ისიც სიკვდილის პირას მიგვყავს
მაია ნადირაძე - ისტორიაში არ უნდა შევიდეთ იმ სახელით, რომ პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა, მოვკალით და პრეზიდენტი, რომელმაც სახელმწიფო აგვიშენა, ისიც სიკვდილის პირას მიგვყავს

ჩვენ არ უნდა შევიდეთ რაიმე რეკორდების წიგნში იმით, რომ ყველამ, ვინც რამე გაგვიკეთა, მოვკალით, ან სიკვდილამდე მივიყვანეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მაია ნადირაძემ განაცხადა.

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ მთელს მსოფლიოს დავანახოთ, საკუთარ თავებსაც ვუთხრათ და გამოვუტყდეთ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ ისტორიაში იმ სახელით, რომ პრეზიდენტი, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა, მოვკალით და პრეზიდენტი, რომელმაც სახელმწიფო აგვიშენა, ისიც სიკვდილის პირას მიგვყავს. ეს არის ყველაზე მთავარი გზავნილი და ვინც ამას ვერ ითავისებს, უბრალოდ თავს იტყუებს, რადგან ადამიანები ასეთი ფასეულობებით იბადებიან და მერე იგონებენ რაღაც გამართლებებს – რატომ არ მივედი, რატომ არ დავიცავი, სხვადასხვანაირ გამართლებებს. მთავარი არის ეს. ჩვენ არ უნდა შევიდეთ რაიმე რეკორდების წიგნში იმით, რომ ყველამ ვინც რამე გაგვიკეთა, ან მოვკალით, ან სიკვდილამდე მივიყვანეთ“, – განაცხადა ნადირაძემ.

დატოვე კომენტარი