მაია მიმინოშვილი - ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი დიდი ალბათობით არ გაუქმდება
მაია მიმინოშვილი - ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი დიდი ალბათობით არ გაუქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ოზურგეთში, #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ოზურგეთში დიდი ალბათობით, საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება.

„არაფერი არ ყოფილა გადაწყვეტილი, ჩვენ უბრალოდ გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ მოგისმინოთ, თქვენი არგუმენტები გავიგო და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ოზურგეთში დარჩება საგამოცდო ცენტრი. პირდაპირ გეუბნებით, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალის, არც ერთი საკრებულოს წევრის, ან ხელმძღვანელის დაფასება. ეს მთლიანად ადგილობრივი აბიტურიენტების დამსახურება“, – განაცხადა მიმინოშვილმა.