მაია მიმინოშვილი ფოთში აბიტურიენტებს შეხვდა
მაია მიმინოშვილი ფოთში აბიტურიენტებს შეხვდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ფოთში, #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ფოთში, დიდი ალბათობით, საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება.

„ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ფოთში დარჩება საგამოცდო ცენტრი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აბიტურიენტების ინტერესები დაცული იყოს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.