მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სოზარ სუბარის უწყების ფუნქციები განმარტა
მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სოზარ სუბარის უწყების ფუნქციები განმარტა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციებზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, სამინისტრო რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ უწყებად.

„კვლავ სამინისტროდან მოხდება წლიურად 200 მილიონი ლარის განაწილება რეგფონდების ხაზით, ასევე ჩვენთან რჩება დეცენტრალიზაციისა და რეგიონული, მათ შორის – მთის განვითარების სტრატეგიების შემუშავება, საჯარო მმართველობის პოლიტიკის ფარგლებში კი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა მიმართულებებით გავაგრძელებთ კომუნიკაციას რეგიონებთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ძირითადი ფუნქცია მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, პირველ რიგში კი პრემიერის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია იქნება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.