მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის ინიციატივით გამართულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მაია ცქიტიშვილმა EBRD-ის ინიციატივით გამართულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ინიციატივით გამართულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სესიას EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი უძღვებოდა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ალბანეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ანილა დენა და EBRD-ის სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები.

სესიის მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონონიკაზე COVID-19-ის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გავლენის შესახებ და განიხილეს ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობები ატარებენ ბიზნესის მხარდასაჭერად.

„EBRD-ის საინვესტიციო საბჭოების კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება, თუმცა წელს, პანდემიის გამო, ასეთ ფორმატში მოგვიხდა შეკრება. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე მიმოვიხილეთ ეპიდემიასთან ბრძოლის შედეგები. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც პოზიტიურ მაგალითზე კოვიდთან გამკლავების, ასევე ბიზნესისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის პაკეტების ასე სწრაფად შეთავაზების ნაწილში. კარგია, რომ საშუალება გვქონდა გვემსჯელა საინვესტიციო საბჭოების ფარგლებში რა დამატებითი რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ პოსტ კრიზისული საინვესტიციო შესაძლებლობების პროგრამაზე, რომელიც დაგვეხმარება უფრო სწრაფად გადავლახოთ სირთულეები ჩვენს ქვეყანაში და გამოვიყენოთ ეს კრიზისი, როგორც შესაძლებლობა“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი