მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგა
მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგა

გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა.

მისივე თქმით, ბაკურიანის სასტუმროებში წყალმომარაგების პრობლემა, სავარაუდოდ, საღამოსთვის მოგვარდება.