მაია ცქიტიშვილი - ყველა სამსახური მუშაობს, რომ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ადამიანები დავაბრუნოთ
მაია ცქიტიშვილი - ყველა სამსახური მუშაობს, რომ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ადამიანები დავაბრუნოთ

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მეთორმეტე კლასის მოსწავლის დასაბრუნებლად მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა გატაცება კვლავ პრობლემად რჩება.

„ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა მის დაბრუნებასთან დაკავშირებით. რჩება პრობლემად ბუნებრივია. შესაძლოა, ეს ზაფხულის სეზონსაც უკავშირდებოდეს. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ეს შემთხვევები და თითქმის ყველა სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები, დავაბრუნოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე გუშინ დააკავეს.