მაია ცქიტიშვილი - საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი არ არის, ერთ კვირაში ეპიდვითარებას შევაფასებთ და შემდეგი ნაბიჯები ამის მიხედვით გადაიდგმება
მაია ცქიტიშვილი - საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი არ არის, ერთ კვირაში ეპიდვითარებას შევაფასებთ და შემდეგი ნაბიჯები ამის მიხედვით გადაიდგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო ტრანპსორტის ფუნქციონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის.

მისივე თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შეაფასებენ და დამატებით შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ.

„ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო ტრანპსორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, რომელიც იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრასპორტი ამ ეტპაზე არ ამოქმედეება. ჩვენ შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ერთ კვირაში, მომდენვო პერიოდში და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შევაფასებთ, რამდენად გაზრდილია მობილობა, როგორია პირველი თებრვლიდან შემსუბუქების შედეგები, ტრანპსპროტის, სკოლების, სავაჭრო ობიექტების სრულად ამოქმედების შედეგად რა გვქნება. ერთი კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება, ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.