მაია ცქიტიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება
მაია ცქიტიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ჰუ ჩუნჰუას შეხვდება.

ამასთან, მაია ცქიტიშვილი ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე სიტყვით გამოვა და ჩინეთ-ევრაზიის საერთაშორისო გამოფენა China-EurasiaExpo 2018-ში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია შეხვედრა ქსინიანგის ავტონომიის ლიდერთან, ასევე, მინისტრის ვიზიტი კომპანია „ჰუალინგში“.

ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები გამახვილდება და „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს როლზე გამახვილდება ყურადღება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.