მაია ცქიტიშვილი - სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა
მაია ცქიტიშვილი - სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა

სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა, – ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ პროცესში სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ფიზიკური კავშირის გაუმჯობესება, მათ შორის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება ევროპულ დონესთან, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოება.

„სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური, სრულფასოვანი განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა. ამ მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი მისია აკისრია – პირველ რიგში, ეს არის ისეთი სახის საერთშორისო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უფრო სწრაფად დაგვაკავშირებს ევროკავშირთან, ანუ უშუალოდ ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება ევროპულ დონესთან, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოვება ევროკავშირის მართვის მოდელთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, უწყებამ პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა.