მაია ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი
მაია ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილი შეძლებს, იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი შეძლებს მისი განვლილი ბიოგრაფიით და გამოცდილებით იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი,-ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს.

„პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თაობაზე და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი სალომე შეძლებს მისი განვლილი ბიოგრაფიით და გამოცდილებით იყოს საქართველოს ისტორიაში პირველი მიუკერძოებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც მათ შორის თავის დიპლომატიურ გამოცდილებას თავის განვლილ გზას მოახმარს ქვეყნის სამსახურს.

იმედი გვაქვს, რომ ზურაბიშვილს საქართველოს მოსახლეობაც დაუჭერს მხარს. რაც შეეხება მხარდაჭერის ფორმებს, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება დამატებითი კონსულტაციები გუნდის შიგნით“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.