მაია ცქიტიშვილი - რუსთავის მაგისტრალზე სამუშაოები ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული, მხოლოდ მოსახლეობასათან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა
მაია ცქიტიშვილი - რუსთავის მაგისტრალზე სამუშაოები ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული, მხოლოდ მოსახლეობასათან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა

რუსთავის მაგისტრალზე სამუშაოები შეჩერებული გვაქვს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, სადაც სამწუხაროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკმაოდ აქტიური პროტესტი გამოხატა იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც იქ მიმდინარეობდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად გზის გაყვანა არ უქმნიდა მოსახლეობას საფრთხეს.

„ძალისმიერი მეთოდებით ვერ ვაიძულებთ მოსახლეობას, მხოლოდ მათთან კომუნიკაციით და მათთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, თბილისი-რუსთავი, რუსთავი-ფონიჭალას მაგისტრალზე სხვა მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობს და შესაბამისად იქ, სადაც ეს გახდება შესაძლებელი, საკმაოდ ბევრი, რამდენიმე კილომეტრის მონაკვეთზე, ეს სამუშოები დღესაც მიმდინარეობს. სადაც არის შესაძლებლობა, ბუნებრივია იქ ვმუშაობთ. იმ მონაკვეთზე, სადაც შეფერხებულია მუშაობა, მას შემდეგ გქვენება მონაკვეთის დასრულების საშუალება, რაც იქნება მიღწეული შეთანხმება მოსახლეობასთან. მანამდე დასრულებული მონაკვეთებიც არსებობს ამ მაგისტრალზე, რომლითაც ხდება ექსპლუატაცია. უბრალოდ, შეიძლება არ არის აღნიშნული, რომ ეს არის იმ მაგისტრალის ნაწილი, მაგრამ ამით ჩვენ ყველანი უკვე ვსარგებლობთ. იმ მონაკვეთის დასრულების შემდეგ, რომელზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ ამ მონაკვეთითაც შევძლებთ სარგებლობას. ამდენად, იქ ვითარება უკვე გაუმჯობესებულია და კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მხოლოდ ის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელთან დაკავშირებითაც უშუალოდ რამდენიმე კორპუსის მოსახლეობასთან არის დავა, სამუშოები აღდგება მას შემდეგ, რაც დავა იქნება ამოწურული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.