მაია ცქიტიშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს უკვე ნახევარი მილიარდი ლარი აითვისა
მაია ცქიტიშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს უკვე ნახევარი მილიარდი ლარი აითვისა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეის მდგომარეობით, 2019 წლის ბიუჯეტიდან, უკვე ნახევარი მილიარდი ლარი აქვს ათვისებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანი სამინისტროს მიერ წლევანდელი ბიუჯეტის გასული თვეების შესრულების შედეგებით დაინტერესდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მართალია, ექვსი თვის შედეგების მიღებამდე დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი გვაქვს ათვისებული, ანუ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების სამუშაოებია შესრულებული, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 150 მილიონი ლარით მეტია. ექვსი თვის შედეგები ამ თვის დასრულების შემდეგ გვექნება. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროექტების შესრულების დინამიკა ნამდვილად გაუმჯობესებულია. მინდა, ამ ნაწილში ცალკე  გამოვყო პროექტები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ასრულებენ არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების და მათ შორის, ჩვენი სამინისტროდან გასული თანხებით. ეს არის დამატებითი თანხები, რომელიც მათ ბიუჯეტებში აისახება. ამ კუთხით დაახლოებით 500 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უშუალოდ მუნიციპალიტეტების მიერ ხორციელდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 85 მილიონი ლარის სამუშაოებია შესრულებული და გარკვეული პროექტები დასრულებულია.