მაია ცქიტიშვილი - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამის ნათელი დასტური იყო
მაია ცქიტიშვილი - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამის ნათელი დასტური იყო

სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ნაწილში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა, ფასეულობებს ეფუძნება და პირველ რიგში, ესაა დემოკრატიული ღირებულებები. ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ასპექტების გაძლიერება ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ჩვენ დავინახეთ რამდენად აქტიური დღის წესრიგი ჰქონდა სტუმარს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის შეხვედრა, გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ. ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი და ამის ნათელი დასტური იყო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.