მაია ცქიტიშვილი - ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე, დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა
მაია ცქიტიშვილი - ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე, დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა

ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე, დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ციქიტიშვილმა განაცხადა, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა შვეიცარიელი პარტნიორების მეშვეობით გაიმართა.

„მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უმაღლესო შეფასება მისცა ფაქტს, რომ დიალოგი არის დაწყებული.

„ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე. დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ. პრობლემები, რომლებიც გვაქვს, არის ძალიან მწვავე. ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი არის მსჯელობისა და დიალოგის საგანი. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.