მაია ცქიტიშვილი - მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან, არ აყვნენ პროვოკაციულ ქმედებებს
მაია ცქიტიშვილი - მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან, არ აყვნენ პროვოკაციულ ქმედებებს

ვერ მივესალმებით ძალადობის ვერც ერთ ფაქტს, ვერც ოპოზიციის და ვერც მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან, ასევე არ აყვნენ იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყოს.

„როგორც ხედავთ საარჩევნო კამპანია​ წინაწინასაარჩევნო კამპანიებთან შედარებით ნაკლებად პოლარიზებული და ნაკლებად დაძაბულია. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივესალმებით ძალადობის ვერც ერთ ფაქტს, ვერც ოპოზიციის და ვერც მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. ამ მიმართულებით ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან იყო არაერთი მოწოდება მხარდამჭერების მიმართ, რომ მათ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ქმედებებისგან, განსაკუთრებით არ აყვნენ იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყოს. მინდა, შევუერთდე მოწოდებას. არჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე მეტი რისკია ამ პოლარიზაციის მომატების და ამ თვალსაზრისით, მოვუწოდებდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის აგრესიული ქმედებებისგან.

წინასაარჩევნო კამპანია იქნება დადებითად შეფასებული. როგორც იცით, ოდირის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნებულია, რომლის მიხედვით, ეს კამპანია ნაკლებად აგრესიულია, ნაკლებად პოლარიზებულია. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიები იყოს საარჩევნო პროგრამებსა და პარტიების კონსტრუქციულ ჭიდილზე დაფუძნებული და არა აგრესიულ ჭიდილზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.