მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს შევთავაზებთ იმ ავტორიზებულ ვაქცინას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება
მაია ცქიტიშვილი - მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს შევთავაზებთ იმ ავტორიზებულ ვაქცინას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი განვითარების დონის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს აქვს რესურსი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის დაკმაყოფილებით, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარმართოს.

„ვაქცინების შერჩევის პროცესში, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ საერთაშორისო ავტორიზაციას და რომელი ვაქცინაც იქნება ლიცენზირებული, მზად ვართ, რომ შევიძინოთ. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას თუ რომელი ქვეყნის ან რომელი მწარმოებლის ვაქცინაზეა საუბარი. რადგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, რომელი ავტორიზებული ვაქცინაც იქნება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი, მას შევთავაზებთ მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს, შემდგომში კი ბაზარზე უკვე სხვადასხვა ფირმის მეტი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი