მაია ცქიტიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს არ გვექნება გადაადგილების შეზღუდვა, თავი უნდა შევიკავოთ დღესასწაულის ძალიან ფართო, აქტიური აღნიშვნისგან, რომელმაც შეიძლება, გაზარდოს ინფიცირების რისკი
მაია ცქიტიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს არ გვექნება გადაადგილების შეზღუდვა, თავი უნდა შევიკავოთ დღესასწაულის ძალიან ფართო, აქტიური აღნიშვნისგან, რომელმაც შეიძლება, გაზარდოს ინფიცირების რისკი

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს არ გვექნება გადაადგილების შეზღუდვა, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ძალიან ფართო, აქტიური აღნიშვნისგან, რომელმაც შეიძლება, დაგვაზიანოს და გაზარდოს ინფიცირების რისკი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 31 დეკემბრის 21:00 საათიდან პირველი იანვრის დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცქიტიშვილმა შეზღუდვის დროებით მოხსნის პარალელურად, რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით და ასევე, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთი დღით იხსნება ის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც გვაქვს დადგენილი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, აღნიშნონ ახალი წელი შეზღუდვის გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა ის წესი და ყველა რეგულაცია, რომელიც არის დადგენილ, რათა დაიცვან პირველ რიგში საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო ღამეს არ გვექნება გადაადგილების შეზღუდვა, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ძალიან ფართო, აქტიური აღნიშვნისგან, რომელმაც შეიძლება, დაგვაზიანოს და გაზარდოს ინფიცირების რისკი.

ასევე, გადაადგილების შეზღუდვა იქნება მოხსნილი შობის ღამესაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ შობის ღამესაც მაქსიმალურად წესების დაცვით შევძლებთ მის აღნიშნავს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.