მაია ცქიტიშვილი - მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს
მაია ცქიტიშვილი - მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, არ შეეშინდეთ ასეთი განცხადებებს, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ხაჭაპურსა და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მინდა, მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეეშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთი დამოკიდებულების, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, მიხედონ ქვეყანას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

დატოვე კომენტარი