მაია ცქიტიშვილი ლევან კობერიძეს - 2020 წლის არჩევნებამდე ვაპირებ, ვიყო ამ პოზიციაზე და აღებული პასუხისმგებლობა ვატარო, ვიდრე ჩემს გუნდს ვჭირდები
მაია ცქიტიშვილი ლევან კობერიძეს - 2020 წლის არჩევნებამდე ვაპირებ, ვიყო ამ პოზიციაზე და აღებული პასუხისმგებლობა ვატარო, ვიდრე ჩემს გუნდს ვჭირდები

პირადად ჩემზე მოგახსენებთ, რომ ვაპირებ, 2020 წლის არჩევნებამდე ვიყო ამ პოზიციაზე და აღებული პასუხისმგებლობა ვატარო ვიდრე ჩემს გუნდს ვჭირდები, – ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ ლევან კობერიძეს.

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე დაინტერესდა – შეიძლება თუ არა მოხდეს მთავრობის წევრების ჩანაცვლება მომავალ არჩევნებამდე, ასევე მამუკა ბახტაძემ რა ვერ გააკეთა და რას გააკეთებს გიორგი გახარია უკეთესად.

„სრულიად მიუღებელია ის პათოსი, როგორც ბატონი ლევანი, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი საუბრობდა. პირველ რიგში, როდესაც ვლაპარაკობთ მამუკა ბახტაძის წასვლაზე, ძალიან არასასიამოვნოა ამის ისე წარმოჩენა, თითქოს პასუხისმგებლობის საკითხთან შეიძლება, გვქონდეს საქმე. მამუკა ბახტაძემ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ჩვენ ვართ ადამიანები და ყველას გვაქვს ხედვა ჩვენს ადგილთან დაკავშირებით პოლიტიკაში. მან ასე დაინახა საკუთარი მისია და როლი, რაც დეტალურად ახსნა, თუ რატომ ტოვებს ამ პოზიციას. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად დროებითი წევრები ვართ – ყველა ადამიანი, რომელიც ჰყავს წარდგენილი გიორგი გახარიას, არის პროფესიონალი, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი. ნამდვილად არასწორია ამ კაბინეტის წარმოჩენა, როგორც დროებითი კაბინეტის ან მთავრობის, რომელიც სინამდვილეში არ სცემს პატივს გიორგი გახარიას, ან პირიქით – თითქოს ბატონ გიორგის არ ექნება გავლენა მის მინისტრებზე. პირადად ჩემზე მოგახსენებთ, რომ ვაპირებ 2020 წლის არჩევნებამდე ვიყო ამ პოზიციაზე და აღებული პასუხისმგებლობა ვატარო, ვიდრე ჩემს გუნდს ვჭირდები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.