მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმის მცდელობა, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დააბრალოს, არაკეთილსინდისიერია
მაია ცქიტიშვილი - კონსორციუმის მცდელობა, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დააბრალოს, არაკეთილსინდისიერია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ეწევა მიზანმიმართულ კამპანიას, რათა  საზოგადოებაში შექმნას განწყობა, რომ პროექტს მთავრობა ებრძვის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება, შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი და ასე შემდეგ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა – პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის. და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე – აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.