მაია ცქიტიშვილი - განსაკუთრებით საჯარო მოხეელეებმა, დავით გარეჯთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პოლიტიზების გარეშე უნდა უპასუხონ
მაია ცქიტიშვილი - განსაკუთრებით საჯარო მოხეელეებმა, დავით გარეჯთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პოლიტიზების გარეშე უნდა უპასუხონ

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მნისვნელოვანია, რომ დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზებისგან ყველამ თავი შეიკავოს და ქვეყნის ინტერესს გაუფრთხილდეს. ამასთან, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საქმე სწორად შეისწავლოს.

„როდესაც  ქვეყნის პრეზიდენტი, იმ დროინდელი, აძლევს პრაქტიკულად, მითითებას კომისიას და აკეთებს კომენტარს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ახდენს გავლენას კომისიის მუშაობაზე. თუმცა არაერთხელ მქონდა მეც საშუალება კომენტარის გაკეთების, როდესაც გარეჯზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, გარეჯის საკითხის პოლიტიზება არ მოვახდინოთ. მაქსიმალურად გავუფრთხილლდეთ იმ ჩვენი ქვეყნის უფრო დიდ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს ზოგადად, ქვეყნებს შირის გარეჯის საქართველოს ტერიტორიად შეთანხმებას.

პროკურატურა იძიებს საქმეს, შესაბამისად ამ გამოძიების ფარგლებში უნდა მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ სრულფასოვნად შეაფასოს, შეისწავლოს საქმე და შესაბამისად, პროკურატურას აქვს უფლება, რომ დაიბაროს ნებისმიერი ადამიანი, დასვას კითხვა, რომელიც ეხება ამ საქმეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესააბამისად დავით გარეჯის საქმესთან ან ნებისმიერ სხვა საქმესთან ჰქონდა შეხება, ასევე ჩვენ ყველას, განსაკუთრებით ყოფილ ან არსებულ საჯარო მოხეელეებს გვაქვს ვალდებულება, რომ ვუპასუხოთ ყველა კითხვას ზედმეტი პოლიტიზების გარეშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.