მაია ცქიტიშვილი - ფოთში დაწყებული პროექტი ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა
ფოთში დაწყებული პროექტი ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ფოთში განაცხადა, სადაც „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ანაკლიის პორტის ალტერნატივა. როგორც ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი რა თქმა უნდა, ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა.
ჩვენ როგორც ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც, ეს პროექტი რა თქმა უნდა ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა.
მოგეხსენებათ, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა გათვლილია რვა მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავებაზე, რომელიც 100 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამდენად, ეს პროექტები თავიანთი ზომებიდან გამომდინარე ერთმანეთის კონკურენტები ვერ არიან. თუმცა, ყველა პროექტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის ხუთ მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC-ის ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ სესხის სიდიდან გამომდინარე, ეს არის OPIC-ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე მაღალი დაფინანსება.