მაია ცქიტიშვილი - „ფიტჩის“ შეფასება ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორი და მომავალზე ორიენტირებულია
მაია ცქიტიშვილი - „ფიტჩის“ შეფასება ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორი და მომავალზე ორიენტირებულია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა სწორი და მომავალზე ორიენტირებულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ავტორიტეტული კომპანიების შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინვესტორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები სწორი და ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნისკენ არის მიმართული.

„ასეთი წარმატებული შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა არის სწორი და მომავალზე ორიენტირებული. „ფიტჩმა“ შეაფასა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დაწყებული პროექტები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც სათანადოდ იქნა დანახული და შეფასებული სარეიტინგო სააგენტოს მიერ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.