მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოში სიტყვით გამოვა
მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოში სიტყვით გამოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მორიგ სესიაში. სესიაზე მოისმენენ კონგრესის მონიტორინგის მისიის 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული განვითარების შესახებ.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახალარჩეულ პრეზიდენტ ანდრეას კნაპესთან და გენერალურ მდივან ანდრეას კიფენთან გამართავს შეხვედრას.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიზანია დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და თვითმმართველობების გაძლიერება.