მაია ცქიტიშვილი – ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა

14:48, 07.11.2020

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, დიდ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რაც დაწესებულია, კერძოდ, 2 000 ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებზე.

მსგავსი