მაია ცქიტიშვილი - ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია
მაია ცქიტიშვილი - ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია

ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილს ჟურნალისტებმა ეკა ბესელიას განცხადებაზე ჰკითხეს, რომ გუნდში ცნობილი იყო, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გავრცელდებოდა, რადგან გუნდიდადნ წამოსვლამდე გააფრთხილეს, რომ ვერ დაიცავდნენ.

ცქიტიშვილს თქმით, ეკა ბესელიას ჰქონდა საშუალება, ამ საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებისთვის მიეწოდებინა.

მისი შეფასებით, ეკა ბესელიას მხრიდან ამ საკითხის მუდმივად დაყენება, არის მცდელობა, რომ ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.

„დამღლელია ძალიან უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამ ყველაფერს გაეცა, ჰქონდა გამოძიებას საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.