მაია ცქიტიშვილი - ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ვნახოთ, რამდენად შეძლებს „ანაკლიის კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულებას
მაია ცქიტიშვილი - ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ვნახოთ, რამდენად შეძლებს „ანაკლიის კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულებას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ერთად უნდა დაელოდოს 16 დეკემბერს, დღეს, როდესაც იწურება შუალედური ვადა, როცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს, შემდეგ კი 31 დეკემბერს, რომელიც არის საბოლოო ვადა, როდესაც „კონსორციუმმა“ უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

„ძალიან გამიჭირდება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“ ყოველ დღე გავაკეთო კომენტარები, რადგან თითოეულ დღესთან დაკავშირებით, ვწუხვარ, მაგრამ სავარაუდოდ ერთი და იგივე პასუხი მექნება. ნამდვილად ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პირველ რიგში 16 დეკემბრამდე, როდესაც მათ უწევთ 400 მილიონი დოლარის სესხის მოზიდვის ვადა და შემდეგ წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, მოდით, ერთად დაველოდოთ ამ თარიღებს, დაველოდოთ წლის ბოლოს და ვნახოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი კონსორციუმის მიერ ამ ვალდებულებების შესრულება. კომუნიკაცია გვაქვს მუდმივად და შეხვედრებიც გვექნება უახლოეს
მომავალში“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.