მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოლია
მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოლია

დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოლია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი გამორჩეულია თავისი განათლებით, განვილილი გზით და ღირებულებებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰყოლია. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ის გამოცდილება, ცოდნა და სულისკვეთება, ის ღირებულებები, რომელიც მის წინაპრებს, ჩვენს წინაპრებს ჰქონდა, ეს იქნება ქვეყნის სამსახურში გამოყენებული. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი პირადი თვისებებითაც არის გამორჩეული, ცალსახად გამორჩეულია თავისი განათლებით, განვილილი გზით და დარწმუნებული ვარ, რომ აჭარა და მთელი საქართველო ნამდვილად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვუსურვებ სალომე ზურაბიშვილს დიდ გამარჯვებას, ეჭვი არ მეპარება მის წარმატებაში. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს მის საპრეზიდენტო კამპანიაში. შესაბამისად, გვგონია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ყველა ინსტიტუტი, მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.