მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება
მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება

დარწმუნებული ვარ, მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასა და უმრავლესობის ნაწილთან ეკა ბესელიას დაპირისპირების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ორგანული კანონის დონეზე დარეგულირდება და განისაზღვრება ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მოსამართლეთა შერჩევა. დარწმუნებული ვარ, ეს კრიტერიუმებიც იქნება დადგენილი. იმის გამო, რომ საქმე ეხება ორგანულ კანონს, პარლამენტში მაღალი დონის კონსენსუსია საჭირო და შესაბამისად, მჯერა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოში სასამართლოს ბედი აინტერესებს, დარწმუნდება, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.