მაია ცქიტიშვილი - ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციულად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გილოცავთ
მაია ცქიტიშვილი - ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციულად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გილოცავთ

ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციულად, დემოკრატიული, თავისუფალი, კონკურენტული და ძალიან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გილოცავთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა არჩევნებზე საუბრისას სემინარზე „ევროპა – საქართველოს ისტორიული არჩევანი“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის შეფასებით,  ის ყურადღება, რომელიც ამ არჩევნების მიმართ იყო გამოხატული, როგორც ჩვენი მოქალაქეების ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, გუშინ თვითმმართველობისკენ იყო მიმართული.

„ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციულად დემოკრატიული, თავისუფალი, კონკურენტული და ძალიან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გილოცავთ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ეს არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდა. ის ყურადღება, რომელიც ამ არჩევნების მიმართ იყო გამოხატული, როგორც ჩვენი მოქალაქეების ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, გუშინ თვითმმართველობისკენ იყო მიმართული. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის მნიშვნელობა კიდევ უფრო და უფრო იზრდება. ეს თითოეულ თქვენგანს უფრო დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ ისევე, როგორც ხელისუფლებას.

განვითარებული თვითმმართველობა ის განზომილებაა, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან კიდევ უფრო გვაახლოებს.

მინდა ყველას და ჩვენს თავსაც შევახსენო, რომ თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით 2013 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო. თვითმმართველობის პირდაპირი არჩევნები და ნდობის მოსაპოვებლად გაზრდილი საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტამდე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ იყო შემოტანილი.

ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით ძალიან დადებითად შეფასდა, მათშორის ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიების მიერ. რადგან ევროპა პირველ რიგში ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი რეგიონებია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ასეთი სტანდარტით ჩატარება კი ევროინტეგრაციის ამოცანებთან კიდევ უფრო გვაახლოებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.