მაია ცქიტიშვილი - ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, მაგრამ წესების მიზანმიმართულად იგნორირება თუ მოხდება, რეაგირება კანონის ფარგლებში იქნება
მაია ცქიტიშვილი - ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, მაგრამ წესების მიზანმიმართულად იგნორირება თუ მოხდება, რეაგირება კანონის ფარგლებში იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან განსაზღვრულია წესი, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქალაქეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს რეგულაციის დარღვევისთვის.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, წესების დაცვის კუთხით პასუხისმგებლობა იზრდება. ცქიტიშვილის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან  წესების მიზანმიმართულად იგნორირება და საპირისპირო ქმედებების განხორციელება თუ მოხდება, ამას შესაბამისად გაეცემა პასუხი.

„პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გვაქვს წესი განსაზღვრული, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მოქალაქეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წესის დარღვევისთვის. მაშინ, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქებზე ვსაუბრობთ, აქვე ვსაუბრობთ, რომ იზრდება პასუხისმგენლობა ყველა იმ წესის დაცვის მიმართულებით, რომელიც გვევალება და რომელიც უზრუნელყოფს, რომ ინფექციის გავრცელება არ დაუშვათ.

ამიტომ, ყველა არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც მოქმედებს, ამ თვალსაზრისით, იცით, რომ არის სანქციები დაწესებული როგორც შრომითი უსაფრთხოებისთვის, ასევე წესების დარღვევისთვის. მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მიზანმიმართული დარღვევისთვის ან განმეორებითი ქმედებისთვის. მაგრამ დღეს დამატებით მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ბიზნესი, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ამ ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში, მიზანმიმართულად დაარღვევს განსაკუთრებით იმ რეგულაციებს, რომელსაც ვაწესებთ, რა თქმ უნდა, სახელმწიფო არ თვლის თავს ვალდებულად, დაეხმაროს ასეთი ტიპის ბიზნესს. შესბაამისად, ბუნებრივია, თუ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, ხდება მიზანმიმართულად იგნორირება და საპირისპირო ქმედებების განხორციელება (მნიშვნელობა არ აქვს რომელ ბიზნესს წარმოადგენს ესა თუ ის იურიდიული პირი), რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს ეხება ყველას. ეს ხება რეატორნებსაც, სავაჭრო ობიექტებსაც, ბაზრობებააც, ყველა სუბიექტს და ნებისმიერ სხვა იურიდიულ პირს, რომელიც არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ კანონის მოქმედება და კანონით გათვალისწინებული სანქციები იქნება ამოქმედებული. გარდა ამისა, ვამბობთ, რომ ამ ბიზნესს არ ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ყველა იმ ანტიკრიზისული პაკეტით გათვალიაწინებული შეღავათით, იმ სუბსიდირებით, რომელსაც სახელმწიფო ახირციელებს. ამდენად, ჩვენ სანქციების ენით არ ვესაუბრებით ბიზნესს, არამედ ვთავაზობთ დამატებით მხარდაჭერას და დამატებითი სუბსიდირების პაკეტს, მაგრამ ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ბიზნესი იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს და იმ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლის გადასახადებიდანაც ვიხდით სხვათა შორის ამ სუბსიდირებას ბიზნესის გამართული ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი