მაია ცქიტიშვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე
მაია ცქიტიშვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში ავყვე

ეს არის ჭორაობა, რომელიც სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

„პირველ რიგში, ჩემი კომენტარი იქნებოდა, არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გამოვყვე. უკვე გიპასუხეთ, რომ ეს არის ჭორაობა, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნული კომენტარი ცქიტიშვილმა მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც დღეს პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.